ქათმის კუჭმაჭი ”სახელდახელო”
ქათმის კუჭი და გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვხარშოთ, წვრილად დავჭრათ, დავამატოთ დანაყილი წიწაკა, ქინძის თესლი, ხმელი ქონდარი, მარილი, ღვინის ძმარი, კარგად გადავურიოთ; გადავიტანოთ თეფშზე, მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებითა და ოხრახუშით.