World Cuisine and Recipes

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები
შპს 'გეომეტრი'

პაელია ზვის პროდუქტებით

პაელია ზვის პროდუქტებით

შემადგენლობა

მომზადება

სქელკედლიან დიდ ტაფაზე დავასხათ ზეთი (ისე, რომ მთელი ძირი დაფაროს) და დავდგათ დაბალ ალზე.
სანამ ზეთი ცხელდება წვრილად დავჭრათ ხახვი
წვრილად დაჭრილი ხახვი
დაჭრილი ნიორი
ასევე უმჯობესია წინასწარ დავჭრათ ბულგარული წიწაკა და პომიდორი.
დაჭრილი პომიდორი
ჩავყაროთ გაცხელებულ ზეთში ხახვი და ნიორი და შევწვათ 2–3 წუთის განმავლობაში (უმჯობესია გადმოვიღოთ როცა ოდნავ გაოქროსფერდება. თუ დავაგვიანებთ მაშინ საბოლოოდ კერძი ყავისფერი გამოგვივა)
შემწვარი ხახვი
როგორც კი ხახვი გაოქროსფერდება დავუმატოთ ბულგარული წიწაკა და პომიდორი.
დავუმატოთ ბარდა, ალი ოდნავ მოვუმატოთ და ნარევი მოვთუშოთ 5 წუთის განმავლობაში.
პარალელურად ერთ ქვაბ წყალში ჩავყაროთ მარილი, სურნელოვანი შავი პილპილი (დაუფქვავი), მიხაკი, დაფნის ფოთოთოლი. დავდგათ ასადუღებლად.
გავრეცხოთ ბრინჯი. დავუმატოთ ტაფაზე დადებულ ნარევს,
პაელია ზვის პროდუქტებით
კარგად ავურიოთ, დავასხათ ბულიონი (ან წყალი), დავუმატოთ მარილი გემოვნებით, დავუმატოთ ზაფრანა (ან ყვითელი კოჭა)
პაელია ზვის პროდუქტებით
და მოვთუშოთ ნელ ცეცხლზე.
სანამ ითუშება მივუბრუნდეთ ასადუღებლად დადგმულ წყალს. თუ ის უკვე კარგად დუღს
როცა კარგად ადუღდება
ჩავყაროთ კალმარები ან რვაფეხები ან მელანთევზები (ან ყველა ერთად). როცა კვლავ წამოდუღდება დავიჭიროთ ქაფქირით და ამოვალაგოთ თეფშზე,
პაელია ზვის პროდუქტებით
იგივე წყალში ჩავყაროთ მიდიები, წამოდუღდება - ამოვალაგოთ თეფშზე, სულ ბოლოს ჩავყაროთ კრევეტები, ადუღდება - ამოვალაგოთ (თუ გასასუფთავებელი გავასუფთავოთ). თუ გვინდა, უფრო სწრაფად ამ პროცედურის გავლა, მაშინ, შეიძლება ზღვის პროდუქტების კოქტეილის გამოყენება (მაგრამ ამ შემთხვევაში ნაკლებად გემრიელი გამოვა).
ამ მომენტისთვის ბრინჯი უკვე მზად უნდა იყოს
პაელია ზვის პროდუქტებით
(უნდა ჰქონდეს შეწოვილი მთელი სითხე).
ტაფაზე დავამატოთ ზღვის პროდუქტები, ავურიოთ,
პაელია ზვის პროდუქტებით
დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცეცხლზე 1-2 წუთი. შემდეგ ცეცხლიდან გადმოვიღოთ და 5-10 წუთი დავტოვოთ დახურულ ტაფაში.
ეს კერძი შეიძლება ცივიც მივირთვათ, მაგრამ ცხელი უფრო გემრიელია.
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა პაელია ზვის პროდუქტებით ნაცვლად აკრეფილ იქნას ჰგტლნგ პდნვ ჰჯკ;ე,მტ.ნფ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ hgtlng pdnv hjk;e,mt.nf
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა paelia zvis produqtebiT
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება gftkbf pdbc ghjlemnt,bs
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Google Analytics Statistics

easy SEO

My Training Hub
Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!