World Cuisine and Recipes

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები
შპს 'გეომეტრი'

რულეტი ნიგოზით

რულეტი ნიგოზით

შემადგენლობა

მომზადება

გარჩეული ნიგოზი
ნიგოზი წვრილად დავჭრათ. 30 გრ კარაქი გავადნოთ ქვაბში, დავამატოთ დაჭრილი ნიგოზი, დარიჩინი და ყავსიფერი შაქარი.(შეიძლება შევცვალოთ ჩვეულებრივი შაქრით). კარგად ავურიოთ და გადავდოთ გვერდზე.
ნიგოზი კარაქში
ცალკე ჯამში გავხსნათ საფუარი, შაქარი, 150 გრ გაცრილი ფქვილი და მარილი. რძე ჩავასხათ ქვაბში, მანდვე დავამატოთ დარჩენილი კარაქი, დავდგათ გაზზე და სულ ვურიოთ( კარაქი უნდა გადნეს და სითხე უნდა იყოს თბილი).
მიქსერით ავურიოთ ყველაფერი, ვთქვიფოთ 2 წუთის განმავლობაში.
ათქვეფილი ცომი
ცომში ავურიოთ 2 კვერცხი და კარგად ავთქვიფოთ.
ცომში ათქვეფილი კვერცხი
კოვზით ჩავურიოთ ფქვილი 400-420 გრ. დარჩენილი ფქვილი დავყაროთ მაგიდაზე, დავდოთ ცომი და ვზილოთ 10 წუთის განმავლობაში. სანამ ელასტიური არ გახდება.
მოზელილი ცომი
გავაბრტყელოთ ცომი ოთხკუთხედის ფორმაზე, წავუსვათ ზემოდან ჯემი და დავაყაროთ შიგთავსი. ზემოდან კარგად მივაბრტყელოთ.
რულეტი ნიგოზით
დავჭრათ ცომი სიგრძეზე 5 სმ სიგანის ზოლებად. ერთი ზოლი ჩავახვიოთ რულეტის ფორმაზე და ჩავდოთ მომზადებულ მრგვალ ფორმაში.
დანარჩენი ზოლები ჩავახვიოთ პირველის გარშემო ისე რომ სპირალი გამოვიდეს.
რულეტი ნიგოზით
დავდგათ თბილ ადგილას 30 წუთით, რომ კარგად ამოვიდეს.
წავუსვათ კვერცხის გული და ჩავდგათ ღუმელში 180 გრადუსზე. ვაცხობთ 40 წუთი.
რულეტი ნიგოზით
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რულეტი ნიგოზით ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯელტმნ ყნუკპნფ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jeltmn ynukpnf
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა ruleti nigoziT
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება hektnb ybujpbs
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Google Analytics Statistics

easy SEO

My Training Hub
Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!