World Cuisine and Recipes

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები
შპს 'გეომეტრი'

შოკოლადის პუდინგი

შოკოლადის პუდინგი

შემადგენლობა

მომზადება

ინგლისური კრემი- ეს არის მოხარშული კრემი კვერცხის გულებზე. ის არის თხელი, ჰაეროვანი და ძალიან ნაზი. მისი მომზადებისთვის საჭიროა 4 კვერცხის გული, 400 მლ 10%-იანი ნაღები(ან რძისა და ნაღების ნარევი, ან კიდე უბრალოდ რძე) და 40 გრამი შაქრის პუდრა. შაქრის გამოყენებაც შეიძლება , მაგრამ პუდრა უკეთესია. პუდრა უკეთესად დნება გაცხელებულ რძეში.
კვერცხის გულები ავთქვიფოთ პუდრაში.
ათქვეფილი კვერცხის გულები
რძე ან ნაღები გავაცხელოთ ვანილით.
როგორც კი დაიწყებს დუღილს ჩავასხათ ათქვეფილ კვერცხის გულებში და კარგად ავურიოთ.
ათქვეფილი კვერცხი რძით
ჩავასხათ უკან ქვაბში და გავაჩეროთ ცეცხლზე 5-7 წუთი, აუცილებლად ვურიოთ, სანამ არ გასქელდება.
მოხარშული კრემი
შემდეგ დავამატოთ 75 გრ დატეხილი შოკოლადი და აურიოთ, სანამ არ სითხე არ გახდება ერთგვაროვანი.
ტკბილი პურს მოვაცალოთ ქერქი და დავამტვრიოთ ნაჭრებად, რომლებიც ჩავდოთ ფორმებში.
დავასხათ ზემოდან კრემი
შოკოლადის პუდინგი
( გამოდის 4 პორცია) და გავაჩეროთ 1 საათი, რომ პური კარგად გაიჯღინთოს.
ზემოდან დავაყაროთ მოხალული დაჭრილი თხილი.
შოკოლადის პუდინგი
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 20-25 წუთის განმავლობაში.
შოკოლადის პუდინგი
შუაგული უნდა იყოს რბილი არ უნდა გამოცხვეს.
შოკოლადის პუდინგი
ეს პუდინგები უნდა მივირთვათ თბილი.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა შოკოლადის პუდინგი ნაცვლად აკრეფილ იქნას იკრკლგ;ნვ ჰე;ნყუნ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ ikrklg;nv he;nyun
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა Sokoladis pudingi
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება ijrjkflbc gelbyub
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Google Analytics Statistics

easy SEO

My Training Hub
Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!