World Cuisine and Recipes

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები
შპს 'გეომეტრი'

რულეტი ღორის ხორცით

რულეტი ღორის ხორცით

შემადგენლობა

მომზადება

დაჭრილი ღორის ხორცი
ღორის ხორცი გავასუთავოთ, მოვაჭრათ ქონი. წყალში გავხსნათ შაქარი და მარილი, დავამატოთ წიწაკა და ჯანჯაფილი. დავასხათ მარინადი ხორცს დავადოთ სიმძიმე და დავდგათ 8-12 საათით.
ქათმის ფილე მაგრა გავაციოთ, დავაბლენდეროთ, ისე რომ მასა გამოვიდეს კრემისებური.
ქათმის ფილე დავაბლენდეროთ
ფარშში დავამატოთ კვერცხის ცილა, ჯანჯაფილი, ნიორი და წიწაკა. ავურიოთ ყველაფერი ბლენდერში.
ქათმის ფილე დავაბლენდეროთ
ჯამში სადაც ფარში გვაქვს, ჩავასხათ ნაღები და კარგად ავურიოთ. რომ მასა გამოვიდეს ერთგვაროვანი.
ქათმის ფილე ნაღებით
დავამატოთ მარილი და თხლად დაჭრილი ქამა სოკო.
ღორის ხორცი ამოვიღოთ მარინადიდან და გავაშროთ.
მაგიდაზე დავდოთ ოთხკუთხა ფორმის კულინარული პარკი. დავადოთ ზემოდან ფარშის ნახევარი, ფარშზე დავდოთ ღორის ხორცი.
ღორის ხორცი ფილეში
დავფაროთ ღორის ხორცი ფარშის მეორე ნაწილით და დავახვიოთ რულეტის სახით. ბოლოები შევუკრათ
ქათმის ფილე შევახვიოთ რულეტის სახით
ქვაბის ძირში, სადაც უნდა ვხარშოთ, დავდოთ ლამბაქი, ზემოდან დავადოთ რულეტი და რულეტს დავადოთ მეორე ლამქარი, რომ არ ამოტივტივდეს. ვხარშოთ საათნახევარი, წყლის ტემპერეტურა უნდა იყოს 90 გრადუსი. ცეცხლი უნდა იყოს საშუალო.
თუ გაქვთ წყლის თერმომეტრი უკეთესია.
როცა მოიხარშება ამოვიღოთ რულეტი, გავაციოთ და მოვხსნათ პარკი. მაგიდაზე დავაფინოთ ახალი ოთხკუთხა ფორმის პარკი. წავუსვათ მას ბულიონი და მოვაყაროთ ოხრახუში და სეზამის მარცველი. მწვანილზე დავდოთ რულეტი და შევახვიოთ.
რულეტი ჩავდოთ მაცივარში მინიმუმ 12 საათით. მირთმევის წინ მოვხსნათ პარკი და დავჭრათ ნაჭრებად.
რულეტი ინახება მაცივარში 3-4 დღე.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა რულეტი ღორის ხორცით ნაცვლად აკრეფილ იქნას ჯელტმნ ქკჯნვ [კჯ]ნფ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ jeltmn qkjnv [kj]nf
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა ruleti Roris xorciT
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება hektnb qjhbc хjhwbs
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Google Analytics Statistics

easy SEO

My Training Hub
Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!