ქათამი ქოთნებში

შემადგენლობა
- ნიახურის ფესვები - 150 გრ
- ხახვი - 2 თავი
- ქათმის ფილე - 1300 გრ
- შავი წიწაკა - 1/4 ჩ/კ
- სტაფილო - 100 გრ
- ბადრიჯანი - 100 გრ
- ქლიავის ჩირი - 100 გრ
- ზეთი - 50 მლ
- მარილი - 1 ჩ/კ
- კარტოფილი - 200 გრ
- ყაბახი - 100 გრ
- ნიორი - 4 კბილი
- არაჟანი - 200 გრ
- ყველი (ჰოლანდიური) - 180 გრ
მომზადება
ეს რეცეპტი გათვლილია 4 ქოთანზე.
გავრეცხოთ, გავფცქვნათ ნიახურის ფესვები და გავხეხოთ.

ხახვი დავჭრათ ნახევარ რგოლებად.

ქათმის ფილე დავჭრათ პატარა ნაჭრებად და შევბრაწოთ ზეთში ორივე მხრიდან.

დავამატოთ გახეხილი ნიახური და დაჭრილი ხახვი.

ველაფერი კარგად ავურიოთ და მოვშუშოთ. დავამატოთ მარილი და წიწაკა.
გავფცქვნათ კარტოფილი და დავჭრათ კუბიკებად.

სტაფილოც გავფცქვნათ და დავჭრათ რგოლებად.

გავრეცხოთ ქლიავის ჩირი, გავარჩიოთ ნიორი და დავჭრათ.

ქოთნებში ჩავდოთ ქათმის ხორცის ნაწილი, ზემოდან დავაყაროთ ქლიავის ჩირი და ნიორი.

შემდეგ ფენად დავაყაროთ ბოსტნეული და ზემოდან ისევ ერთი ფენა ქათმის ხორცი.ჩავდოთ ორ-ორი ს/კ არაჟანი.

გავხეხოთ ყველი და დავაყაროთ ზემოდან

დავახუროთ თავსახური და შევდგათ გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით 200 გრადუსზე. მერე მოვხსნათ თავსახური და გავაჩეროტ კიდევ 15 წუთი.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა ქათამი ქოთნებში ნაცვლად აკრეფილ იქნას ,გფგბნ ,კფყტ.ინ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ ,gfgbn ,kfyt.in
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა qaTami qoTnebSi
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება mfsfvb mjsyt,ib