ტორტი "აბრიკოტინი"

შემადგენლობა
- ცომისთვის
- კარაქი - 180 გრ
- კვერცხის გული - 2 ცალი
- შაქარი - 120 გრ
- მარილი - 1 მწიკვი
- ფქვილი - 300 გრ
- გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ
- კრემისთვის
- რძე - 80 მლ
- კვერცხის გული - ცალი
- შაქარი - 110 გრ
- კარაქი - 110 გრ
- ლიქიორი - 1 ს/კ
- ვანილი - 5 გრ
- შაქრის პუდრა - 100 გრ
- ჭარხლის წვენი - ფერის მისაცემად
მომზადება

ჩავაყაროთ 300 გრ ფქვილი, რომელშიც დავამატებთ გამაფხვიერებელს.

მოვზილოთ ცომი.

მოვამზადოთ საცხობი ქაღალდის 5 ნაჭერი. ცომი გავყოთ 5 ნაწილად. თითოეული ნაჭერი გავაბრტყელოთ ფქვილით მოყრილ ქაღალდზე.

ფენების დიამეტრი უნდა გამოვიდეს დაახლოებით 22 სანტიმეტრი.
გაბრტყელებული ცომის ფენები დავხვრიტოთ ჩანგლით და შევდოთ საყინულეში 5 წუთით.
გამოვაცხოთ 210-220 გრადუსზე 8 წუთის განმავლობაში. ფენები უნდა გამოვიდეს ღია ფერის, ოქროსფერი.

სანამ ფენები ცხელია, მოვაჭრათ ზედმეტი ნაჭრები. სანამ ფენები არ გაცივდება ქაღალდი არ მოვაშოროთ.

სანამ ფენები გაცივდება გავაკეთოთ კრემი.
80 მლ რძე და 2 კვერცხის გული შევურიოთ 110 გრ შაქარს.

კარგად ავურიოთ.
დავდგათ საშუალო ცეცხლზე თან ვურიოთ, გავაჩეროთ ცეცხლზე 4-5 წუთი. უნდა გამოვიდეს ყვითელი სიროფი.

ავთქვიფოთ 110 გრ კარაქი გათეთრებამდე, თანდათან დავამატოთ სიროფი და ვთქვიფოთ.

ნაჭრები რომლებიც ჩამოვაჭერით ფენებს, დავფშვნათ. ეს დაგვჭირდება ტორტის გვერდების მოსართავად.

ტორტის აწყობა:
გაყავით კრემი 6 ნაწილად.
აიღეთ 4 ფენა, თითოეულს წაუსვით კრემის 1/6 და დაალაგეთ ერთმანეთზე.
მეხუთე ფენა დაფარეთ მინანქრით. ამისათვის 100 გრ შაქრის პუდრას შევურიოთ ჭარხლის წვენი, 1 კოვზი ლიქიორი და 1 კოვზი მდუღარე წყალი.

დავდგათ მაღალ ცეცხლზე და გავაჩეროთ ადუღებამდე. დავასხათ ტორტის ფენას და ჩქარა წავუსვათ.

მოვრთოთ ეს ფენა შოკოლადის მინანქრით და გვერდებზე მივაყაროთ დაფშვნილი ბისკვიტი.

დარჩენილი კრემით მოვრთოთ ტორტი. შეიძლება დავაყაროთ მოხალული თხილიც.

მეორე დღეს მივირთვათ
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა ტორტი "აბრიკოტინი" ნაცვლად აკრეფილ იქნას მკჯმნ "გ.ჯნრკმნყნ"
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ mkjmn "g.jnrkmnyn"
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა torti "abrikotini"
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება njhnb "f,hbrjnbyb"
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ mkjmn "g.jnrkmnyn"
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა torti "abrikotini"
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება njhnb "f,hbrjnbyb"

