ქათმის "ხალადეცი"

შემადგენლობა
- ქათამი - 1 ცალი
- სტაფილო - 140 გრ
- მარილი - 1 ჩ/კ
- დაფნის ფოთოლი - 4 ცალი
- კინძი - 1 კონა
- ხახვი - 1 თავი
- ნიორი - 5 კბილი
- წიწაკა (შავი) - 5 ცალი
- კვერცხი - 1 ცალი
მომზადება
ხალადეცი კეთდება ღორის და ძროხის ბულიონისგან.
ჩვენ მოვამზადოთ ქათმის ხალადეცი, რაც არანაკლებ გემრიელია და უფრო ნაზიც გამოდის.
ქათამი სასურველია რომ იყოს სოფლის.
ქათამს მოვაცალოთ კანი.

ჩავდოთ დიდი ქვაბში და დავასხათ ცივი წყალი, ისე რომ ქათამი დაიფაროს წყლით. დავდგათ მაღალ ცეცხლზე.
როცა წყალი ადუღდება, მოვაცალოთ ქაფი და ვადუღოთ დაბალ ცეცხლზე 4 საათის განმავლობაში, თან ვურიოთ და მოვაშოროთ ქაფი და ცხიმი.
ქათამი კარგად უნდა მოიხარშოს, ადვილად უნდა შორდებოდეს ძვლებს და ნახარშიც უნდა შემცირდეს 2-ჯერ. დავამატოთ ქვაბში გაფცქვნილი სტაფილო, 1 თავი ხახვი და ვხარშოთ კიდევ 30 წუთი.
მერე დავამატოთ მარილი გემოვნებით, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკა და ისევ ვხარშოთ 30 წუთი.

სანამ ქათამი იხარშება, მოვხარშოთ კვერცხი. გავაციოთ და მოვაცალოთ ქერქი. სტაფილო დავჭრათ ლამაზ ფორმებად.

გავფცქვნათ ნიორი და დავჭრათ თხელ ნაჭრებად.

მოხარშული სტაფილო, ხახვი და დაფნის ფოთოლი ამოვიღოთ ბულიონიდან და გადავაგდოთ. ბულიონი დავტოვოთ გასაციებლად.
ქათმის ხორცს მოვაცალოთ ძვლები, დავჭრათ საშუალო ნაჭრებად და ჩავყაროთ ფორმაში.

კვერცხი დავჭრად და ხორცს ზემოდან დავაყაროთ. მანდვე დავაყაროთ დაჭრილი სტაფილო და ნიორი. სილამაზისთვის დავაყაროთ ქინძის ფოთლები.

ფრთხილად დავასხათ გაციებული ბულიონი და შევდგათ მაცივარში 24 საათით.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა ქათმის "ხალადეცი" ნაცვლად აკრეფილ იქნას ,გფბნვ "[გლგ;ტ]ნ"
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ ,gfbnv "[glg;t]n"
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა qaTmis "xaladeci"
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება mfsvbc "хfkfltwb"
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ ,gfbnv "[glg;t]n"
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა qaTmis "xaladeci"
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება mfsvbc "хfkfltwb"

