მოხარშული ძროხის ენა

შემადგენლობა
- ძროხის ენა - 1200 გრ
- ხახვი - 1 თავი
- დაფნის ფოთოლი - 2 ცალი
- სტაფილო - 60 გრ
- მარილი - გემოვნებით
- წიწაკა (შავი) - 4 ცალი
- ოხრახუში - 1 კონა
მომზადება
ყველაზე მთავარი ენის მომზადებაში არის - მისი მოხარშვა.
ენის მოხარშვის დრო:
ხბოს ენის მოხარშვის დრო - 1-1,5 საათი;
ძროხის ანის მოხარშვის დრო - 2,5-3 საათი;
ღორის ენის მოხარშვის დრო - 2-2,5 საათი;
გავრეცხოთ ენა, ჩავდოთ ქვაბში და დავასხათ ცივი წყალი.

დავდგათ ცეცხლზე და ავადუღოთ. როცა დაიწყებს დუღილს მოვაშოროთ ქაფი.
ადუღების შემდე განვაგრძოთ ენის მოხარშვა დაბალ ცეცხლზე 1 საათი. ამის შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში 1 თავი ხახვი, სტაფილო, ოხრახუში და გავაგრძელოთ ხარშვა 45 წუთის განმავლობაში.

რის შემდეგაც დავამატოთ მარილი, დაფნის ფოთოლი და წიწაკა. ვხარშოთ კიდევ 15-20 წუთი. თუ ენა მზად არ იქნება, ეს შეგვიძლია მოვსინჯოთ ჩანგლით, მაშინ ვხარშოთ კიდევ 20 წუთი.
ამოვიღოთ ენა და ჩავდოთ ცივ წყალში.

გავაჩეროთ 2 წუთი და მაშინათვე მოვაცალოთ კანი. კანი ადვილად ცილდება.

ამის შემდეგ გავაციოთ ენა და დავჭრათ ნაჭრებად.

მივირთვათ მდოგვთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა მოხარშული ძროხის ენა ნაცვლად აკრეფილ იქნას ბკ[გჯიელნ სჯკ[ნვ ტყგ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ bk[gjieln sjk[nv tyg
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა moxarSuli Zroxis ena
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება vjхfhiekb 'hjхbc tyf