World Cuisine and Recipes

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები
შპს 'გეომეტრი'

"ჩებურეკი"

"ჩებურეკი"

შემადგენლობა

მომზადება

წარმომავლობით ”ჩებურეკი” არის თათრული ნაციონალური კერძი. ეს არის ცომი ხორცის გულსართით, რომელიც იხარშება ზეთში.
დავიწყოთ ჩებურეკის მომზადება.
ავადუღოთ 300 მლ წყალი, დავამატოთ 40 მლ ზეთი და მარილი.
ავადუღოთ წყალი
მანდვე დავამატოთ 120 გრ ფქვილი და კარგად ვურიოთ. გავაციოთ.
მოვხარშოთ
დავამატოთ 1 კვერცხი და 20 მლ არაყი და ყველაფერი კარგად ავურიოთ.
დავამატოთ კვერცხი
ნელ-ნელა დავამატოთ დარჩენილი ფქვილი და თან ვზილოთ.
მოვზილოთ ცომი
ცომი უნდა გამოვიდეს რბილი და ელასტიური და არ უნდა გვეწეპებოდეს ხელებზე. ამიტომ შეიძლება ფქვილის მომატება.
მოვზილოთ ცომი
როცა ცომს მოვზილავთ, დავაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ 1 საათი. ნახევარ საათში ისევ მოვზილოთ.
მოვამზადოთ ფარში.
ხორცი გავატაროთ ხორცსაკებ მანქანაში.
გავატაროთ ხორცი
ხახვი დავჭრათ ძალიან წვრილად, მოვაყაროთ მარილი და წიწაკა.
დავჭრათ ხახვი
ხახვი დავამატოთ ხორცის ფარშში, მანდვე დავამატოთ მწვანილები.
მოვამზადოთ ფარში
ფარშში დავამატოთ 150 მლ ძროხის ბულიონი და მაწონი.
დავამატოთ ბულიონი და მაწონი
კარგად ავურიოთ.
მოზელილი ცომი დავჭრათ რგოლებად (დაახლოებით პინ-პონგის ბურთის ზომა).
დავჭრათ ბურთულებად
გავაბრტყელოთ ცომის ბურთულა 2 მმ სისქეზე.
გავაბრტყელოთ ცომი
გაბრტყელებული ცომის ნახევარ ნაწილს წავუსვათ წყალი თითით ან ფუნჯით.
სადაც წავუსვით წყალი იქ დავდოთ 1 ს/კ გულსართი, გავანაწილოთ ცომზე.
შევკრათ ჩებურეკი
დავაფაროთ ცომის მეორე მხარე და შევკრათ.
შევკრათ ჩებურეკი
ღრმა ტაფაზე ან ქვაბში ჩავასხათ ზეთი, გავაცხელოთ და ჩავდოთ ”ჩებურეკი”. შევბრაწოთ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე.
შებრაწოთ ზეთში
სასურველია ზეთი 2-ჯერ გამოვცვალოთ.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა "ჩებურეკი" ნაცვლად აკრეფილ იქნას "ხტ.ეჯტრნ"
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ "xt.ejtrn"
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა "Cebureki"
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება "xt,ehtrb"
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Google Analytics Statistics

easy SEO

My Training Hub
Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!