World Cuisine and Recipes

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები
შპს 'გეომეტრი'

მანდარინის კექსი

მანდარინის კექსი

შემადგენლობა

მომზადება

ამ ნამცხვრის გემოს საიდუმლოა- მასში გამოყენებული ჩირის მრავალფეროვნება და ფორთოხლის ლიქიორი.
მანდარინმა რომ არ გაუშვას წვენი შებრაწვის დროს, საჭიროა 2 მანდარინი გავფცქვნათ და 1 საათით გავაჩეროთ, რომ კანი ცოტათი მოშრეს.
გავფცქვნათ მანდარინი
მაცივრიდან ამოვიღოთ კარაქი და კვერცხი რომ შეთბეს. 150 გრ ჩირი ჩავალბოთ 2 ს/კ ფორთოხლის ლიქიორში.
ჩავალბოთ ლიქიორში
ტაფაზე გავაცხელოთ 20 გრ კარაქი, დავაყაროთ 1 ს/კ შაქარი და ჩავყაროთ მანდარინი. შევბრაწოთ მანდარინი ორივე მხრიდან 2 წუთის განმავლობაში.
შებრაწული მანდარინი
შებრაწული მანდარინი გადმოვიღოთ თეფშზე და გავაციოთ.
ტაფაზე სადაც ვწვავდით მანდარინს, ჩავყაროთ ლიქიორში ჩალბობილი ჩირი. გავაჩეროთ ცეცხლზე სანამ ლიქიორი არ ამოშრება.
შემწვარი ჩირი
გავაციოთ.
150 გრ კარაქი და 125 გრ შაქარი კარგად ავთქვიფოთ. დაახლოებით დაგვჭირდება 5 წუთი.
მოვზილოთ ცომი
ნელ-ნელა დავამატოთ თითო კვერცხი და თან ვთქვიფოთ.
ავთქვიფოთ კვერცხი
ჩავყაროთ 125 გრ გაცრილი ფქვილი 1 ჩ/კ გამაფხვიერებლით. დავამატოტ ჩირი და ავურიოთ.
დავამატოთ ჩირი
ცომი უნდა გამოვიდეს სქელი, თუ გათხელდა დაამატეთ ფქვილი.
კექსის ფორმას წავუსვათ კარაქი და დავაყაროთ ფქვილი.
ფორმაში გადმოვიღოთ ცომის ნაწილი, ზემოდან დავადოთ კარამელიზებული მანდარინი და გადმოვიღოთ დანარჩენი ცომი.
გამოვაცხოთ ფორმაში
გამოვაცხოთ 180 გრადუსზე 1 საათის განმავლობაში.
ცხელ კექს მოვაყაროთ შაქრის პუდრა.
დავაყაროთ შაქრის პუდრა
შეიძლება მოვრთოთ მანდარინით.
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა მანდარინის კექსი ნაცვლად აკრეფილ იქნას ბგყ;გჯნყნვ რტ,ვნ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ bgy;gjnynv rt,vn
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა mandarinis keqsi
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება vfylfhbybc rtmcb
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Google Analytics Statistics

easy SEO

My Training Hub
Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!