World Cuisine and Recipes

რეცეპტები

World Cuisine Recipes

Gurman.ge - Site for all gourmets and good food lovers. Discover ethnic recipes with our site. You can see reicpes of Georgian dishies at Georgian Cuisine in english language.
ძებნა
კატეგორიები
შპს 'გეომეტრი'

ხაჭოს პასკა

ხაჭოს პასკა

შემადგენლობა

მომზადება

ეს პასკა ჰგავს კექს , მაგრამ ისეთი ფხვიერი არ გამოდის. ძალიან გემრიელი და არომატული პასკაა.
ამ ინგრედიენტებისგან გამოდის 3 პასკა.
რძე გავათბოთ, დავამატოთ 1 ჩ/კ შაქარი, 1 ს/კ ფქვილი, საფუარი, ყველაფერი კარგად ავურიოთ. დავდგათ თბილ ადგილას,ან ცხელ წყალში სანამ მოცულობა არ გაიზრდება.
გავაკეთოთ ცომი
ავთქვიფოთ 2 კვერცხი და 1 კვერცხის გული შაქართან ერთად.
ხაჭო გავსრისოთ. ჩავასხათ გამდნარი კარაქი და ათქვეფილი კვერცხი. ჩავაყაროთ მარილი და ვანილი. ყველაფერი ავურიოთ.
ჩავაყაროთ ფქვილი და ავურიოთ. ჩავყაროთ გარეცხილი და გამშრალებული ქიშმიში და შევზილოთ ცომი, ისე რომ ქიშმიში ყველგან განაწილდეს.
უნდა გამოვიდეს წებოვანი ცომი.
ჩავზილოთ ცომი
პასკის ფორმების ძირზე ჩავაფინოთ გამოჭრილი ქაღალდის რგოლები.
გავანაწილოთ ცომი ფორმებში.
ფორმები ჩავდგათ ცხელ წყალში, რომ ცომი კარგად ამოვიდეს. როცა წყალი გაცივდება შევცვალოთ ცხელი წყლით.
გავანაწილოთ ცომი ფორმებში
ცომი უნდა 2-ჯერ გაიზარდოს მოცულობაში.
ღუმელი გავაცხელოთ 200 გრადუსზე.
პასკები გადავიტანოთ ღუმელში და დავტოვოთ 10 წუთით.
ღუმელი ცოტათი შევაღოთ და პასკები დავაფაროთ ფოლგის ქაღალდით.
10 ჭუთის შემდეგ ჩავუწიოთ ტემპერატურა 180 გრადუსამდე და გამოვაცხოთ 40-50 წუთის განმავლობაში.
გავაკეთოთ მინანქარი.
ავთქვიფოთ კვერცხის ცილა შაქრის პუდრასთან ერთად. სურვილისამებრ შეიძლება ლიმონის წვენის დამატება. მასა უნდა გამოვიდეს თეთრი და წებოვანი. გამომცხვარ პასკას მაშინათვე მოვასხათ მინანქარი.
ხაჭოს პასკა
გილოცავთ დამდეგ აღდგომას!
გემრიელად მიირთვით!
თუ ამორჩეულია ქართული საბეჭდი მანქანის განლაგება მაშინ შესაძლოა ხაჭოს პასკა ნაცვლად აკრეფილ იქნას [გზკვ ჰგვრგ
იგივე განლაგება, მაგრამ რეალურად ლათინური განლაგების ჩართვის შემთხვევაში ვღებულობთ [gzkv hgvrg
თუ რეალურად არჩეულია ლათინური განლაგება და ამ დროს აკრეფა ხდება ქართული განლაგების მიხედვით შედეგი ასეთი სახისაა xaWos paska
ხოლო თუ არჩეულია რუსული განლაგება მაშინ აბსოლუტურად განსხვავებული სურათი მიიღება хfzjc gfcrf
საიტზე შესაძლოა გამოყენებული იქნას მასალები ინტერნეტრესურსებიდან. ასეთ მასალებზე საავტორო უფლებები რჩებათ იმ რესურსებს საიდანაც არის აღებული ინფორმაცია.
Google Analytics Statistics

easy SEO

My Training Hub
Valid XHTML 1.0 Transitional
Valid CSS!